GE

ლევან ბახიას "ერთი ლექცია" კამპუსში

22 მაისი 2015

22 მაისს პროექტ „ერთი ლექციის“ ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა ტელე-კინო პროდიუსერმა ლევან ბახიამ.

სტუმარმა ისაუბრა იმ კინო, სარეკლამო თუ ტელეპროდუქტზე, რაც მისი პროდიუსერობით შეიქმნა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

პროექტი "ერთი ლექცია" სტუდენტების ორგანიზებულია და მის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორები და მოწვეული სპიკერები კითხულობენ ლექციას იმ თემაზე, რომელსაც აირჩევდნენ, მხოლოდ ერთი ლექციის ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ.