GE

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია კამპუსში

21 ნოემბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია. ლექციის თემა იყო ''გულაგის ლიტერატურა'', რომელიც მომხსენებელმა ახლებურ ფორმატში წარადგინა. შეხვედრის ორგანიზატორია„ვიცი“, რომელიც საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. 12 ოქტომბრიდან, ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. ლექციებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი.