GE

ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

02 მაისი 2015

1 მაისს კამპუსს ეწვივნენ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები, რომელთაც სტუდენტებს გააცნეს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.

პროგრამა 2015 წლის ზაფხულში განხოციელდება და შესაძლებლობას მისცემს ფინანსების და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტებს მათთვის სასურველ დეპარტამენტში მოსინჯონ თავიანთი ძალები.

სტუმრებმა ასევე ისაუბრეს ლიბერთი ბანკის პროექტების და მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ.