GE

ლიუ ხაიფენგის საჯარო ლექცია

29 მარტი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა საჯარო ლექცია "ჩინეთის განათლების ისტორია და თანამედროვე განათლების სისტემა".

ლექცია წაიკითხა სიამენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლიუ ხაიფენგმა.

სპიკერმა ისაუბრა ჩინური განათლების ისტორიაზე, თანამედროვე განათლების სისტემის მოდელის განსაკუთრებულობასა და განსხვავებებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან.