ლუკა ნადირაძე ორი სამეცნიერო პროექტის მონაწილედ შეირჩა
11 დეკემბერი 2020
მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა ნადირაძე ორი სამეცნიერო პროექტის მონაწილედ შეირჩა.
ლუკა გერმანელ მეცნიერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად მუშაობს გერმანიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტის „Mobile Material Characterization and Localization by Electromagnetic Sensing“ ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტი 30 მილიონი ევროა.
პროექტების საბოლოო მიზანია ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი ისეთი ხელსაწყოს შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მაღალი რეზოლუციით დამალული ობიექტების აღმოჩენა.
უკვე ერთ საუკუნეზე მეტია ადამიანებს შეუძლიათ დედამიწის ნებისმიერ ადგილას სურათის გადაღება. ბოლო 30 წელია მათ შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირდნენ მობილური სისტემების საშუალებით დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან. ახლა დროა ადამიანებმა შეძლონ დედამიწის ნებისმიერ ადგილას მოახდინონ მაღალი რეზოლუციით გარემოს სკანირება, დამალული და დამარხული ობიექტების აღმოჩენა.
ლუკას მიზანია GPR (GROUND PENETRATION RADAR) და მანქანური სწავლების ელემენტების საშუალებით მოახდინოს თეორიული მოდელის შექმნა და ექსპერიმენტის საშუალებით შექმნილი მოდელის სისწორის დამტკიცება. ექსპერიმენტი ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
პროექტების ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.

მსგავსი სიახლეები

06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას

21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს

06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს

19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო

11 აგვისტო 2023