GE

MACS-ის პროფესორის პროექტმა საგრანტო კონკურსში გაიმაჯრვა

24 ნოემბერი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომოიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორის, ვახტანგ ჯანდიერის პროექტმა, "ბარიერული ტიპის ტალღგამტარული სისტემების და წრედების შექმნა მიკრო და მილიმეტრული დიაპაზონის ხელსაწყოებისათვის" გაიმარჯვა გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის გარდა პროექტის განხორციელებაში ჩართულია თსუ, რომის უნივერსიტეტი-საპიენცა (იტალია) და დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი (გერმანია).
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ძვირადღირებული დანადგარის და ხელსაწყოების შეძენა.
 
პროექტის ექსპერიმენტული ნაწილის განხორციელებაში ჩაერთვება MACS-ის სკოლის ინჟინერიის ორი მესამე კურსელი სტუდენტი - ალექსანდრე ხელაძე და არკადი აკოფიანი.
 
დაგეგმილია ექსპერიმენტულ და ანალიზურ შედეგებზე დაყრდნობით ოთხი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს წარუდგინონ თავიანთი შედეგები სამეცნიერო საზოგადოებას.