MACS-ის სკოლის სტუდენტი საერთაშორისო სიმპოზიუმზე
12 დეკემბერი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი გუგა ბურდული სამეცნიერო ნაშრომს წარადგენს საერთაშორისო სიმპოზიუმის (Progress in Electromagnetics Research Symposium) სპეციალურ სესიაზე, რომელიც ეძღვნება საინჟინრო პრობლემების ამოხსნას ელექტრომაგნეტიზმსა და ოპტიკაში მათემატიკური მეთოდების გამოყენებით.
ნაშრომის სათაურია: "Comparative Analysis of Techniques for Source Radiation in Cylindrical EBG with and without Periodic Discontinuities".
ნაშრომის ხელმძღვანელია ამავე სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.
ნამუშევარი შესრულებელია იაპონიის და გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
სიმპოზიუმი წელს ტარდება სანქტ-პეტერბურგში და თავს უყრის აღნიშნული მიმართულების მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს.
გუგა ნაშრომის ხელმძღვანელთან ერთად სანქტ-პეტერბურგში მაისში გაემგზავრება.