ESM-ის სტუდენტების გუნდი Make It Bright Challenge – 4th Edition-ის გამარჯვებულია.
12 ივნისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტების გუნდი საერთაშორისო კონკურსის Make It Bright Challenge – 4th Edition-ის გამარჯვებულია.
გუნდის წევრები ბიზნესის სკოლის III კურსის სტუდენტები ლუკა ყვირალაშვილი, გიორგი გძელიძე და სანდრო მაჭავარიანი არიან, ხოლო მენტორი საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული დავით ბერაძეა.
სტუდენტებმა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლეს წარმატების მოპოვება და კონკურსის არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს გუნდი გახდა გამარჯვებული.
გუნდის წევრებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურებადი გლობალური სტაჟირება კომპანია JTI-ში.
Make It Bright Challenge საერთაშორისო კომპანია JTI-ის სტუდენტური კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ჟენევაში იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას საერთაშორისო მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას

22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას

25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს

24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს

24 აგვისტო 2022