GE

მაქსის სტიპენდია

02 სექტემბერი 2020

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების ინიციატივით და დაფინანსებით ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი 2020-21 სასწავლო წელს მიიღებს MACS[E]-ს სტიპენდიას. სტიპენდია იქნება ყოველთვიური და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 აკადემიური წელი (9 თვე).

 

სტიპენდიის მიზანი

 

სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებში წაახალისოს კარგი აკადემიური მოსწრება, რამდენადაც ისინი ხშირად მესამე კურსიდან საქმდებიან და სათანადო დროს ვეღარ უთმობენ აკადემიურ განვითარებას.

 

შერჩევის კრიტერიუმები

 

სტიპენდიის მისაღებად საჭიროა სტუდენტი აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • 2020-2021 აკადემიური წლისათვის იყოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი
  • ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება
  • არ ჰქონდეს სტუდენტთა ეთიკის კოდექსის დარღვევა
  • გაიაროს რეგისტრაცია
  • წარმატებით გაიაროს გაცნობითი გასაუბრება

 

სტიპენდიის შენარჩუნებისათვის შერჩეული სტუდენტის GPA არ უნდა იყოს 3.0-ზე დაბალი 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში (GPA სემესტრულად გადაიხედება). პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდეგ სემესტრში სტიპენდია ავტომატურად გადაეცემა რიგით შემდეგ საუკეთესო სტუდენტს.

 

სტიპენდიის ინიციატორები

 

სტიპენდიის დამფინანსებლები არიან კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები:

 

ირაკლი ფოფხაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
დავით მაღალთაძე, მუშაობს Microsoft-ის პრაღის ოფისში
თამუნა გელდიაშვილი, მუშაობს Amazon-ის ბერლინის ოფისში
ელენე კავთელაძე, მუშაობას იწყებს Amazon-ის მადრიდის ოფისში
გიორგი ხოსროშვილი, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში
გიორგი ცერცვაძე, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში
ლაშა ლაკირბაია, მუშაობს Google-ის მაუნთინ-ვიუს ოფისში
თორნიკე მანძულაშვილი, მუშაობს Google-ის ლონდონის ოფისში
ზაურ მეშველიანი, მუშაობს Google-ის მიუნხენის ოფისში
გიორგი ქოჩაკიძე, მუშაობს Microsoft-ის ტალინის ოფისში
ქეთევან ურიდია, მუშაობს Amazon-ის ლუქსემბურგის ოფისში

  

რეგისტრაციის ვადა

მაქსის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია 5 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ აქ.

Maqsis Stipendia