GE

მარიამ აბულაძე ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

22 დეკემბერი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ აბულაძე ჩაირიცხა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე.
 
მარიამმა საბაკალავრო პროგრამაზე მუშაობის დროს გამოაქვეყნა საინტერესო ნაშრომი, რომლის შედეგებიც 2016 წელს წარადგინა მალტაში გამართულ ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
 
ამავე წელს, ერთი თვის განმავლობაში მარიამი იმყოფებოდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო მსგავს თემატიკაში მომუშავე მსოფლიოში წამყვან მეცნიერთა გამოცდილებას.
 
2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, მარიამმა ამავე წელს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. სექტემბრიდან კი მსოფლიოს ერთერთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.