GE

მარიამ ბიბილაშვილი ევროკავშირის მოდელირებაში მონაწილეობს

20 აპრილი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ბიბილაშვილი მონაწილეობას იღებს 2015 წლის სტრასბურგის ევროკავშირის მოდელირებაში, რომელიც ევროპის პარლამენტის ეგიდით მე-9 წელია ხორციელდება. თუმცა, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებსაც მიეცათ მონაწილეობის შესაძლებლობა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. შესაბამისად, მარიამი არის საქართველოს პირველი წარმომადგენელი ამ პროექტის არსებობის ისტორიაში.

წარმატებები მარიამს!