მარიამ კალანდაძე სწავლას Central European University-ში გააგრძელებს
16 ივნისი 2022
მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტი მარიამ კალანდაძე სწავლას Central European University-ში სოციალური ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის სამაგისტრო ფაკულტეტზე გააგრძელებს.
ასევე, 14 ივნისს მარიამმა მოხსენება წაიკითხა University of Manchester-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: Alternative Futures & Popular Protests.
კონფერენცია 1995 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს და მასზე სოციალური მოძრაობები და პროტესტი სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობას 60-ზე მეტი ქვეყნიდან, უმეტესად PHD სტუდენტები და პროფესორები იღებენ.
მარიამმა მონაწილეობა საკუთარი საბაკალავრო ნაშრომით: "Dynamics of Standing with Ukraine: Injustice Frame and Emotions in Solidarity Protests in Georgia" ("უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა: უსამართლობის ჩარჩო და ემოციები უკრაინის სოლიდარობის აქციებში").
საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელია: ნინო ჟღენტი.
ნაშრომი შეეხება საქართველოში, 24 თებერვლიდან 7 მარტამდე გამართული უკრაინის სოლიდარობის აქციების კონტექსტში არსებული ემოციების დინამიკას.
მსგავსი სიახლეები
31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს
14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს
07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს
10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
23 ივნისი 2023