GE

მარიამ კვირკვია ჩნეთში სტაჟირებას გაივლის

13 აგვისტო 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ კვირკვია გაივლის ერთწლიან სტაჟირებას ჩინეთში პროგრამით "UNESCO/People's Republic of China (The Great Wall) Co-Sponsored Fellowships Programme 2017-2018".

ეს არის იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით "The Great Wall", რომელშიც მარიამმა მოიპოვა სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის სრული დაფინანსება. ასევე ყოველთვიური სტიპენდია, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ისე იუნესკოს მიერ.

საქართველოდან ამ პროექტში პირველად აირჩა კანდიდატი და კონკურსში 135 ქვეყანა მონაწილეობდა.