მარიამ კვირკვია სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
09 ივლისი 2019
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტმა, მარიამ კვირკვიამ, მოიპოვა Silk Road School of Renmin University of China-ს ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდია.
2019 წლის სექტემბრიდან მარიამი სწავლას გააგრძელებს ქალაქ სუჭოუში „The Master of Contemporary Chinese Studies" პროგრამაზე.
ამ ორი წლის განმავლობაში, მარიამი შეისწავლის „სარტყელისა და გზის ინიციატივას". კონკრეტულად, კურსი ითვალისწინებს ჩინეთის ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურისა და სამართლის შესწავლას.
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ფარავს უნივერსიტეტი, ამასთან მარიამს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც.