GE

მარიამ მაყაშვილი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

27 ივლისი 2018

თავისუფალი უნივესიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მაყიშვილი სწავლას გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (LL.M in Finance) გააგრძელებს.
 
მარიამმა გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად მიიღო გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია.
 
მარიამ მაყიშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტი 2014 წელს დაამთავრა. ამჟამად იგი მუშაობს შპს "იუაი საქართველოში" (Ernst and Young) უფროსი იურისტის პოზიციაზე. პარალელურად იგი თავისუფალ უნივერსიტეტში უძღვება ბიზნეს სამართლის კურსს, ასევე, სამართლისა და ეკონომიკის სემინარს.