მარიამ მენთეშაშვილი სწავლას ლონდონში გააგრძელებს!
10 ოქტომბერი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მენთეშაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში Goldsmiths, University of London-ში სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ლონდონში ის სოციალური ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მარიამმა მართვისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო სკოლა 2016 წელს დაამთავრა. მისი ძირითადი ინტერესის სფეროებია ციფრული და ფსიქიატრიული ანთროპოლოგია.