მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში გააგრძელებს
18 აპრილი 2022
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში გააგრძელებს.
მარიამმა ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სრული სტიპენდია და დაფინანსება მოიპოვა. ის სექტემბრიდან სწავლას ევროპული პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს ევროპული კვლევების ყველაზე წამყვან და პრესტიჟულ უნივერსიტეტში - ევროპის კოლეჯში (Collège d'Europe).