მარიშა გოგოლაური სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, მარიშა გოგოლაური გახდა თიბისის ერთ-ერთი პროექტის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული.
მარიშა და მისი თანაგუნდელები, როგორც საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები იდეის განსახორციელებლად 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლონ.
გამარჯვებულ იდეას 2 მთავარი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა: ინოვაციურობა და ტექნოლოგიურობა. კონკურსში მონაწილე 14 გუნდიდან ფინალში გავიდა 5 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა 1 გამარჯვებული პროექტი - იდეაკურსი, რომელიც მარიშას და მისი თანაგუნდელების სტარტაპ-იდეაა.
იდეაკურსი არის ონლაინ-პლატფორმის იდეა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს აკავშირებს მასწავლებლსა და კურსების შემქმნელებთან.
პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა ნახონ ყველა არსებული შეთავაზება, ხოლო კურსის ავტორებმა შეძლონ თავიანთი სერვისების გასაყიდად განთავსება, რაც განათლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს მსგავსი კურსებისა თუ კლასების რაოდენობის ზრდას.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022