GE

მარკ ბადიას პორტფოლიოს პრეზენტაცია და გამოფენა VADS-ში

24 ნოემბერი 2017

მარკ ბადია

VADS-ის პროექტი:
 
გამოფენის გახსნა: 24 ნოემბერი 17:00-19:00 საათამდე
 
მარკ ბადიას პორტფოლიოს პრეზენტაცია ჩატარდება VADS-ის დიდ სახელოსნოში 16:30 საათზე
 

თავისუფალი უნივერსიტეტის ციზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) მოახრულია წარმოგიდგინოთ ესპანელი არტისტის, მარკ ბადიას, პერსონალური გამოფენა ვადსის მეორე სართულის გალერეაში. 

ბარსელონას ჯივარ ორგანიზაციის და რამონ ლულის ფონდის თავისუფალი უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის შედეგად ყოველწლიურად ვადსი უმასპინძლებს ერთ ესპანელ არტისტს და საპასუხოდ VADS-ის სტუდენტი გაემგზავრება ბარსელონაში გაცვლით რეზიდენციაში.  მარკ ბადია ვადსის პირველი სტუმარი-რეზიდენტია. VADS-ის მეოთხე კურსის სტუდენტი, ანასტასია ახვლედიანი 2018 წლის იანვარში გაემგზავრება ბარსელონაში. 

ფერწერები და ობიექტები, რომლებიც წარმოდეგენილია ვადსში არის ბადიას მბზინავი ეფექტებზე აგებული ნამუშევრების სერიის გაგრძელება.  მარკ ბადიას დამთავრებული აქვს ბარსელონის უნივერსიტეტი და Hochschule für Bildende Künste, ჰამბურგში. ის ცხოვრობს და მუშაობს ბარსელონაში. მას პერსონალური გამოფენები ჰქონდა ბაუჰაუსის უნივერსიტეტის გალერეაში, ვაიმარში და Fundación Olivar de Castillejos, მადრიდში. ბადიას გამოქეყნებული აქვს “Los perros de Goya” პროექტი Bernat Daviu-ს ტექსტით.

ვადსში მისი გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს.