GE

მართვის სკოლის სტუდენტი საერთაშორისო კონგრესზე

08 სექტემბერი 2015

29 აგვისტოს ამსტერდამში ECNP-ის (European College of Neuropsychopharmacology) ორგანიზებით 28-ე კონგრესი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტმა, ანა ჩხაიძემ მიიღო.

სტუდენტის ვიზიტი ცოდნის ფონდმა დააფინანსა.

ანამ წარადგინა საკუთარი კვლევის "Are schizophrenia patients worse performers of dual-tasking? - Insights from the motor timing", პოსტერი. კვლევა გამოქვეყნდება ჟურნალში European Neuropsychopharmacology. კვლევის ხელმძღვანელი აგრარული უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებების ლაბორატორიის მკვლევარი - მაკა მალანიაა.

კონგრესი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს ნეირომეცნიერებაში და ფსიქიატრიაში მომუშავე ბევრი ცნობილი მეცნიერი. კეთდება პრეზნტაციები, იცვლება მიდგომები და შეხედულებები. ორგანიზაცია, ასევე პერიოდულად აწყობს საზაფხულო და ზამთრის სკოლებსა და ვორკშოპებს.

კონგრესის დამთავრების შემდეგ ანა გერმანიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში გაემგზავრა სადაც მაგნეტორეზონანსული იმიჯინგის (MRI) პრინციპებს გაეცნო.