მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი
20 მარტი 2013
თუ გსურს მოიპოვო სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, უნდა დააგროვო სულ ცოტა 240 ECTS კრედიტი.
კურიკულუმი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან - მოდულისგან:
| მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
| საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნები | 53 |
| სოციალური მეცნიერებების საბაზო განათლების საგნები | 31 |
| პრაქტიკული განათლების საგნები | 5 |
| სოციალური მეცნიერებების ძირითადი განათლების საგნები | 109 |
| სპეციალობის არჩევითი საგნები | 22 |
| არჩევითი საგნები | 20 |
თუ გსურს, დაეუფლო დამატებით სპეციალობას (მაინორს), თავისუფალი არჩევითი საგნების ნაცვლად, უნდა აირჩიო დამატებითი სპეციალობა (მაინორი) და გაიარო შესაბამისი საგნები (36 -45 ECTS).
კურიკულუმები და სემესტრული გეგმები