GE

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

11 თებერვალი 2019

კახა ბენდუქიძის კამპუსში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა სოციოკულტურული ანთროპოლოგიის კონფერენციასახელით ""რადიკალური კონტრპუბლიკები: ქართული მარში და თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება"". კონფერენცია იყო საჯარო და გაიმართასოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კურსის ფარგლებში ჩატარებული კვლევების გარშემო. ის მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ქართული მარშის და თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების სოციალური ველები;
  • ქართული მარშის სოციალური ქსელის ანალიზი;
  • ქართული მარში და თანამედროვე რადიკალური ნაციონალიზმი;
  • „ნამდვილი ევროპა“ - რადიკალურ-ნაციონალისტური ლიბერალიზმის ოქსიმორონის დაძლევის ნაცადი ხერხი;
  • ქართული მარში და მეხსიერების პოლიტიკა;
  • ქართული მარშის რელიგიური რიტუალები და ინსტიტუციური ძალაუფლება;
  • „სხვა თავისუფლება“ - თავისუფლების იდეები „თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში"";
  • „თავისუფლების“ მტრები;
  • ერთი სხეულის ორი ხმა ნაციონალიზმში და მათი პოლარიზაცია;
  • სიმბოლური ქმედების და პერფორმანსის როლი „თავისუფლებისთვის“ ბრძოლაში (თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება);