GE

მეგი ქარცივაძე და ნუცა ბათიაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში

17 მაისი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, ნუცა ბათიაშვილმა და მართვის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მეგი ქარცივაძემ, ერთობლივი მოხსენება წაიკითხეს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოველწლიურ კონვენციაზე, რომელიც იმართება ნაციონალიზმის კვლევის მსოფლიო ასოციაციის (Association for the Study of Nationalities) მიერ.

მოხსენება, „Russian Imperialism, Georgian Nationalism and the Liminal Figure of Stalin” ეხებოდა სტალინის როლს საქართველოსა და რუსეთის კოლექტიურ მეხსიერებებში და მისი ფიგურის მნიშვნელობას რუსული იმპერიალიზმისა და ქართული ნაციონალიზმისთვის.

აღსანიშნავია, რომ ASN ბაკალავრებს კონვენციაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, თუმცა სტატიის მნიშვნელობისა და მაღალი ხარისხის გამო მეგი ქარცივაძეს, როგორც სტატიის თანაავტორს, კონვენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.

მეგი ამ თემით მართვის სკოლის ერთ-ერთი საგნის, ჯუნიორ პროექტის ფარგლებში დაინტერესდა, მასზე მუშაობა სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ფარგლებში გააგრძელა და ამჟამად ის სტალინზე საბაკალავრო ნაშრომს წერს.