GE

მეგი ქარცივაძე სწავლას ბუდაპეშტში გააგრძელებს

20 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, მეგი ქარცივაძე სწავლას ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU), MA in Nationalism Studies სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

მეგის სრულად დაუფინანსდება სწავლისა ცხოვრების ხარჯები და ის ასევე მიიღებს სტიპენდიას.

მეგი ქარცივაძეს ასევე ჰქონდა შემოთავაზება რამდენიმე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტიდან, თუმცა, მან საბოლოოდ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აარჩია.