მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
07 ივნისი 2017
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფომა.
მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო და უნივერსიტეტები ხელს შეუწყობენ სტუდენტების მოხალისეთა პროგრამას ტერიტორიულ ადმინისტრაციებში; სტუდენტების სტაჟირებას ტერიტორიულ ადმინისტრაციებში; საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას;
მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტების რექტორმა, ვატო ლეჟავამ და სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა მოაწერეს.