GE

მემორანდუმი თავისუფალ უნივერსიტეტსა და კომპანია JTI-შორის

27 ნოემბერი 2014

27 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თავისუფალ უნივერსიტეტსა და კომპანია JTI-ს (Japan Tobacco International) შორის.

JTI არის თამბაქოს მწარმოებელი მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუშაობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 27 000 თანამშრომელი ყავს. 2014 წელს JTI-ს Top Employer -ის სტატუსი მიენიჭა საქართველოსა და ევროპაში.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს JTI სთავაზობს სტიპენდიის მოგების შესანანიშნავ შესაძლებლობას. სამართლიანი, სრულიად გამჭვირვალე შეფასების პროცესის შედეგად კომპანია გამოავლენს ორ საუკეთესო სტუდენტს და მათ ერთი სემესტრის ღირებულებას დაუფინანსებს (პირველი ადგილი - ერთი სემესტრის სწავლების ღირებულების 100%, მეორე ადგილი - 50%)

სტიპენდიის გარდა, JTI თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე და მეოთხეკურსელ სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს ყველა დეპარტამენტში. კომპანიაში სტაჟიორებს საერთაშორსიო გარემო, საინტერესო პროქტები და მეგობრული გარემო დახვდებათ.