GE

მეხსიერების პოლიტიკა პოსტ-ტოტალიტარულ სივრცეებში - გაკვეთილები გააზრებისთვის

25 ივნისი 2022

28 ივნისს, 13:00 სთ-ზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარებს სამეცნიერო კონფერენციას "მეხსიერების პოლიტიკა პოსტ-ტოტალიტარულ სივრცეებში - გაკვეთილები გააზრებისთვის"
 
ღონისძიება "საბჭოთა წარსულის მკვლევრების შესაძლებლობების გაძლიერება" ("CAPACITY BUILDING FOR RESEARCHERS ON SOVIET PAST") - პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის საბჭოთა ტოტალიტარიზმის და განსაკუთრებით გვიან საბჭოთა რეალობის კვლევით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრების ცნობიერების გაზრდას ემსახურება.  
 
პროექტი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.