GE

მეხსიერების პრობლემები კავკასიაში

12 იანვარი 2016

9 იანვარს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "მეხსიერების პრობლემები კავკასიაში" (Challenges of Remembering in the Caucasus).

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოში ჩამოვიდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კანცლერი საერთაშორისო ურთიერთობებში ჯეიმს უერჩი, რომელიც მეხსიერების და იდენტობის კვლევებში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია.

კონფერენცია სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტის მკვლევარები.

ეს იყო კავკასიის მეხსიერების პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო მეხსიერების, იდენტობის და პოლიტიკის გარშემო სამეცნიერო დისკუსიის წარმართვა და კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემების ანალიზი ანთროპოლოგიურ, ისტორიულ და ფსიქოლოგიურ ჭრილში.

იხილეთ კოფერენციის პროგრამა და კონფერენციის მონაწილეები და აბსტრაქტები.