მიღება
01 მარტი 2021
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იურისტის კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, რომელიც:
- გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
*სასურველია ჰქონდეს პროფესიით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
მიღების პროცედურები:
- რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
- რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 5 სექტემბრის ჩათვლით;
- გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში.
*გასაუბრების შეფასების კრიტერიუმებია: სამართლებრივი ცოდნა (40%), კრიტიკული აზროვნების უნარი (30 %), დასაბუთებული მსჯელობის უნარი (30%).
*გასაუბრების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 65 ქულა.