GE

მისია/სტრატეგია/გეგმა

19 მარტი 2013

 

 

თავისუფალი უნივერსიტეტის მისია

თავისუფალი უნივერსიტეტი არის არამომგებიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული არასახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

უნივერსიტეტს არ ჰყავს კერძო ან ინსტიტუციური ბენეფიციარები. მისი ბენეფიციარები არიან ცოდნის მიმღებები - უშუალოდ სტუდენტები და, ამავე დროს, ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესების გზით, მთელი საზოგადოება.

თავისუფალი უნივერსიტეტის მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეებზე:

 

  • შექმნას საქართველოში სწავლის, სწავლებისა და კვლევის საუკეთესო გარემო და ეს გარემო ხელმისაწვდომი გახადოს გამორჩეული ახალგაზრდებისთვის
  • სტუდენტებს ჩამოუყალიბოს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობს
  • უზრუნველყოს სწავლება და სწავლა ქართულ ენაზე, რათა ამ გზით ხელი შეუწყოს ქართული ენის განვითარებას, როგორც სამეცნიერო და საკომუნიკაციო ენა
  • იყოს სტუდენტების ინტერესებზე და მათ შემდგომ წარმატებაზე ორიენტირებული

 

თავისუფალი უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს გზას უხსნის თავისუფალი შემეცნებისაკენ და შესაძლებლობა აძლევს მათ უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დონეზე:

 

  • ესმოდეთ​, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება
  • ​შეეძლოთ​ რაოდენობრივი აზროვნება
  • შეეძლოთ​ საკუთარი აზრის პროფესიულად და აკადემიურად გამართულად ზეპირად და წერილობით გადაცემა
  • ახალი ცოდნის შესაძენად და შესაქმნელად მიმართონ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას
  • ​მორალური ღირებულებების საფუძველზე მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები
  • ​აღიარებდნენ სამყაროს და საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყვნენ ტოლერანტული

თავისუფალი უნივერსიტეტის ხედვა

თავისუფალი უნივერსიტეტი არის სტუდენტებსა და მათ წარმატებაზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება და საქართველოში უმაღლესი განათლების ლიდერი.

განათლების სამივე საფეხურზე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამები ეყრდნობა ლიბერალური განათლების პრინციპებს, სტუდენტებს უვითარებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებასა და პრაქტიკულ უნარებს.