GE

მიზნობრივი სტიპენდია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისგან

31 მარტი 2015

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

ფრანგული ინსტიტუტი ვალდებულებას იღებს, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად გამოყოს საფრანგეთის მთავრობის ერთი სტიპენდია.

პირობის მიხედვით ბენეფიციარი სტუდენტი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენაში DELF-ის საერთაშორისო გამოცდების B2 დონის დიპლომს და მან უნდა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა სტიპენდიების მინიჭების პროცედურების გათვალისწინებით.