GE

მომსახურების პირობები

07 ივნისი 2013

მომართვის პროცედურა

კლინიკების მომსახურებით სარგებლობისათვის კლიენტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

1. პირველადი კონტაქტი

• კლიენტი გვიკავშირდება მხოლოდ ელ.ფოსტით ან ტელეფონით
• ელ.ფოსტის მიღებიდან ან სატელეფონო საუბრიდან 48 საათში, თქვენ დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ პასუხს ინტერვიუზე დაბარების თაობაზე
• თუ ჩვენ ვერ ვიღებთ თქვენ საქმეს, საქმეს გადავამისამართებთ უფასო იურიდული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში

2. ინტერვიუ

• ინტერვიუს ესწრება ხელმძღვანელი ლექტორი და საქმეზე მომუშავე სტუდენტები
• ინტერვიუს შემდეგ მაქსიმუმ 48 საათში კლიენტი მიიღებს პასუხს, კლინიკა იღებს თუ არა მის საქმეს
• თუ ჩვენ ვერ ვიღებთ თქვენ საქმეს, გადაგამისამართებთ უფასო იურიდული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში

3. ხელშეკრულების გაფორმება

• საქმის აღებაზე თანხმობის მიღების შემდეგ, კლიენტი აფორმებს უნივერსიტეტთან მომსახურების ხელშეკრულებას.
• ხელშეკრულებაში გაწერილია კლიენტის და უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები.
• ხელშეკრულების დანართში აღინიშნება კლინიკის მომსახურების მოცულობა და და კონსულტაციის გაწევის ვადა.

ხელშეკრულების ნიმუში

4. საკონსულტაციო წერილის გაცემა

• ხელშეკრულების დანართში გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კლინიკა დაგიკავშირდებათ საკონსულტაციო წერილის გადასაცემად.
• ზემოხსენებულ შეხვედრაზე თქვენ დეტალურად აგიხსნიან საკონსულტაციო წერილის თითოეულ პუნქტს და უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს
• შეხვედრის ბოლოს კლიენტი ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზედ სრულდება სამართლებრივი ურთერთობა კლინიკასა და კლიენტს შორის.