მორიგი გამოფენა VADS-ში
25 იანვარი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პირველი და მეორე კურსელების ნამუშევრები.
პირველკურსელებმა წარმოადგინეს ნამუშევრები - “სექტორი 37” და “მოდელი” - სახელწოდებების ქვეშ გაერთიანებულ თემებზე.
მეორე კურსელების თემები არ იყო შეზღუდული.
ამ პროექტის მიმდინარეობისას სტუდენტებს ჰქონდათ სრული თავისუფლება აერჩიათ მათთვის სასურველი თემა.