GE

მოხატე მიწისქვეშა გადასასვლელი - მოიპოვე სასწავლო ვაუჩერი!

07 აგვისტო 2014

2015-16 წლის სასწავლო წლის აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

VADS-ი იწვევს აბიტურიენტებს მათ მიერ შესრულებული სტრიტ არტით გარდაქმნან თავისუფალ უნივერსტეტთან მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი!

13 და 20 სექტემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის Street Art ფესტივალი ატარებს თბილისში "ჰაიდელბერგის პროექტს."

პროექტის სათაური ინსპირირებულია აშშ-ს ქალაქ დეტროიტის ჰაიდელბერგის პროექტით. ეს პროექტი არტისტებმა დაარსეს 80-იან წლებში, პროექტის მიზანია ხელოვნების საშუალებით გააუმჯობესონ ადამიანების ცხოვრება ურბანულ გარემოში.

ცნობილი Street-Art ჯგუფი Those Two დაეხმარება აბიტურიენტებს ესკიზების მომზადებაში, დახვეწასა და შესრულებაში.

ფესტივალის პირველი ეტაპი დაიწყება, შაბათს, 13 სექტემბერს, 12 საათზე თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სახელოსნოში.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VADS-ის სტუდენტებს და აბიტურიენტებს.

პრიზებით მხოლოდ აბიტურიენტების ნამუშევრები შეფასდება.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით აქ.