GE

მრჩეველთა საბჭოს სხდომა

09 ივნისი 2013

10 და 11 ივნისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება (პირველი სხდომა 2013 წლის 4 და 5 თებერვალს ჩატარდა). მსგავსი სხდომები ჩატარდება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, რაც უნივერსიტეტების წინსვლისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა.

სხდომაზე განხილული იქნება უნივერსიტეტების ცხოვრებაში სხდომებს შორის განვითარებული მოვლენები, უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო გეგმები, თანამშრომლობა ამერიკულ უნივერსიტეტებთან კვლევისა და სწავლების საკითხებში.

სხდომებს დაეწრებიან უნივესიტეტების მმართველობის, პროფესურის წარმომადგენლები და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საერთო საბჭოს შემდეგი წევრები:
საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ჯეიმსტომსონი (Jim A. Thomson) - რენდ კორპორაციის (RAND) მეოთხეპრეზიდენტი 1989-2011 წლებში. ამჟამად, ბ-ნი ტომსონი არის საპატიო პრეზიდენტი და რენდის სადოქტორო სკოლის პროფესორი.
საბჭოს წევრი ბ-ნი გეილბიუქენანი (Gale A. Buchanan) - ჯორჯიის უნივერსიტეტის აგრარული სკოლისყოფილი დეკანი. აშშ სოფლის მეურნეობის მინისტრის (USDA) მოადგილე.
საბჭოს წევრი ბ-ნი რორიჰიუმი (Wyatt R. Hume) - ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ყოფილიპრეზიდენტი (რექტორი), ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) და არაბეთის გაერთიანებული ემირატების უნივერსიტეტის (UAEU) ყოფილიხელმძღვანელის მოადგილე. ამჟამად, მსახურობს კატარის ფონდში.
საბჭოს წევრი ბ-ნი ნილ სმატრესკი (Neill J. Smatresk) - ნევადის უნივერსიტეტის (UNLV) პრეზიდენტი.
სხდომას ვერ ესწრება საბჭოს ერთი წევრი: - პოლ ო'ნილი (Paul O'Neal) ფინანსთა მინისტრი (US Secretary of Treasury). კორპორაცია ალკოას (Alcoa, USA) ყოფილი პრეზიდენტი.