GE

ნაცნობი და უცნობი აღმოსავლეთი

16 დეკემბერი 2014

23-24 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (აუდიტორია #113) გაიმართება სტუდენტური კონფერენცია "ნაცნობი და უცნობი აღმოსავლეთი", რომელიც ეძღვნება კახა ბენდუქიძეს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, "ისტორიის კლუბი" და "მომავალ დიპლომატთა კლუბი".

თანამონაწილეები - ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თურქეთის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, ერაყის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში და სამხერთ კორეის საელჩო საქართველოში.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარმოადგენენ ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი) და შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა) ქვეყნებიდან თემატიკას შემდეგ სფეროებში:
· ისტორია და რელიგია
· ხელოვნება და კულტურა
· ეკონომიკა და ბიზნესი
· სამართალი
· პოლიტიკა და უსაფრთხოება (ტერორიზმი).

კონფერენცია გაიხსნება 23 დეკემბერს 12:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (ოთახო # 200).
დასწრება თავისუფალია.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №240.