GE

ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოში შედარებით სამართლებრივ პერსპექტივაში

07 ოქტომბერი 2015

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ თანამშრომლობით წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოში შედარებით სამართლებრივ პერსპექტივაში.

მომხსენებელი - ნიკოლაი კოვალევი, Wilfrid Laurier-ის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ასოცირებული პროფესორი. 

ლექცია ჩატარდება 15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია #200 (მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240).

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული. ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 14 ოქტომბრის 15:00 საათამდე.

ნიკოლაი კოვალევი ფლობს Queen-ის უნივერსიტეტის (ბელფასტი) სამართლის დოქტორის ხარისხს და ამჟამად არის Wilfrid Laurier-ის უნივერსიტეტის (კანადა) კრიმინოლოგიის ასოცირებული პროფესორი. იგი ეწევა აქტიურ საექსპერტო საქმიანობას სისხლისსამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით (განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში), მასვე აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან, ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან და აშშ იუსტიციის დეპარტამენტთან.  მის მიერ არის მომზადებული არაერთი სამართლებრივი დასკვნა პოსტ საბჭოთა ქვეყნების ნაფიც მსაჯულთა სისტემების შესახებ. ბატონი კოვალევის ავტორობით მრავალი სამეცნიერო ნაშრომია გამოცემული, რომელიც შეეხება შედარებით-სისხლისსამართლებრივ საკითხებს.