GE

ნატალია ანთელავას საჯარო ლექცია

08 აპრილი 2015

8 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს BBC-ის ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა ესტუმრა და საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა ჟურნალისტური წერის კონკურსის მონაწილე აბიტურიენტთა ნაწილიც დაესწრო.

ნატალია ანთელავა ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტური რეგიონებიდან ტელეკომპანია BBC-სთვის დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა რეპორტაჟებს.

ბოლო პერიოდში არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე.

ჟურნალისტმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ თემეზე, რომლის გაშქებაც ყველაზე ხშირად უწევს.

შეხვედრა გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მიერ ორგანიზებული "ჟურნალისტური წერის“ კონკურსის ფარგლებში.