GE

ნატო-ს და ევროკავშირის სემინარი

23 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით 21-22 ნოემბერს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ნატო-ს და ევროკავშირის სემინარი.

სემინარის მიზანი: 
- სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე საკითხებზე 
- სტუდენტების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართვა

სემინარის თემები:

- საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია:
- ასოცირების შეთანხმების განხორციელება
- DCFTA
- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
- Erasmus + ში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებლობები
- საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, პერსპექტივები და გამოწვევები
- ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობა
- საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში

მომხსენებლები:

• დავით ბაქრაძე - ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
დავით ზალკალიანი - ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორი
• ელენე გოცაძე - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი
• მიხეილ დარჩიაშვილი - ექსპერტი, (ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე)
• თინათინ ქაროსანიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანი
• პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე - თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენელი
• ეკონომიკის, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტები.