GE

NeedForDrive

30 აპრილი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) წარმოადგენს VADS-ის პირველკურსელი სტუდენტის, სანდრო კენჭაძის, გამოფენას.

გამოფენის სათაური პოპულარულ ვებ გვერდის სახელს უკავშირდება რომელიც ავტომანქანების მოყვარული და პროფესიონალების ფორუმია ინტერნეტ სივრცეში.

გამოფენა სიჩქარის, მაღალ დეციბელზე შესრულებული როკ მუსიკის და ადრენალინის ერთგვარი რომანტიზირებაა, თუმცა ახალგაზრდული აღტაცების ჩვეულ ჭარბ ადრენალინიან განწყობას კენჭაძის ნამუშევრებში იუმორი და სიმსუბუქე ცვლის - მისი BMW-ის ქანდაკებას მაქნანის ფილტრის თავი აქვს და მას მხოლოდ ხის ჯოხზე დაკიდებული BMW-ს აბრა ამშვენებს!

სანდრო კენჭაძის სანგანზომილებიანი ობიექტები ავტომანქანების ნაწილებით, მოტოციკლის და ველოსიპედის ბორბლებით, ნეონის განათებებით, არყის ბოთლებით და დეფორმირებული და დახვრეტილი კონსერვის ქილებითაა შექმნილი, რომლებიც ნაპოვნი ხის მასალისგან გაკეთებულ პოსტამენტებზეა წარმოდგენილი.

გამოფენა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ის ცვლის დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ ქანდაკების სტერეოტიპს - ბრინჯაოში ჩამოსხმული ან მარმარილოს ქვაში გამოკვეთილი ცხენზე ამხედრებული გამოჩენილი მოღვაწის იმიჯს.

VADS-ის ვესტიბიულის გალერეაში ინგა ხატიაშვილის Ready Made ინსტალაცია.

გალერეა 3-ში წარმოდგენილია პირველკურსელების ჯგუფური გამოფენა.

სანდრო კენჭაძე - გალერეა 2

ინგა ხატიაშვილის ინსტალაცია - გალერეა 1

VADS 2014 (მაკო კრიხელი, გიორგი გრძელიშვილი, დიმა გელბახიანი, ანო ჯიშკარიანი, თიკა შელია, სოფო ჯაყელი, სალომე ფოცხვერაშვილი, ანასტასია ახვლედიანი, მარი ცალანი, გიორგი გრძელიშვილი) - გალერეა 3

გამოფენა გაიხსნება 1 მაისს 14:00 საათზე.