ნიკა გილაურის წიგნის პრეზენტაცია კამპუსში
11 მაისი 2017
გიწვევთ ნიკა გილაურის წიგნის “პრაქტიკული ეკონომიკის” (Practical Economics) პრეზენტაციაზე.
დრო: 18 მაისი, 18:00 საათი.
ადგილი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსისის #200 აუდიტორია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.
წიგნი წარდგენილია წლის ბიზნეს-წიგნის ნომინაციაზე - Financial Times-ისა და McKinsey-ის ერთობლივ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც გამოავლენენ ნაშრომს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ და ბიზნეს აზროვენებაზე მსოფლიო მასშტაბით.
"პრაქტიკული ეკონომიკა" (Practical Economics) 2004-2012 წლებში საქართველოში გატარებულ ყველა რეფორმას აღწერს.
წიგნი გამოსცა ცნობილმა გამომცემლობა Palgrave Macmillan-მა.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.