GE

ნიკო ქელბაქიანი ლონდონის უნივერსიტეტში

24 სექტემბერი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული (2012-2016) ნიკო ქელბაქიანი 26 სექტემბერს იწყებს სწავლას ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და აფრიკულ მეცნიერებათა სკოლაში (School of Oriental and African Studies (SOAS), University of London) ირანისტიკის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (MA Iranian Studies 1-year Full-time).

სწავლის გადასახადი მთლიანად დააფინანსა ფერეიდუნ ჯამის საქველმოქმედო ფონდმა, რომელსაც აქვს დაწესებული ქამრან ჯამის სახელობის სტიპენდია (Kamran Djam Scholarship) სპეციალურად ამ უნივერსიტეტის ირანისტიკის პროგრამისთვის.

საცხოვრებელ ხარჯებს აფინანსებს "განათლების საერთაშორისო ცენტრი", რომელიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში არსებული ფონდი.