GE

ნინა ცატუროვა დიდი ბრიტანეთიდან

21 მარტი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ ავირჩიე გლაზგოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების და ციფრული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (Intellectuეტში სწავლის დასაფინანსებლად მივმართე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მივიღე სრული გრანტი სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.al Property and the Digital Economy LL.M.). ჩემი არჩევანი განპირობებული იყო პროგრამის უნიკალურობით - ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით. გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად მივმართე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მივიღე სრული გრანტი სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.

შოტლანდიაში გატარებული ერთი წელი შთაბეჭდილებებით სავსე იყო. გლაზგოს უნივერსიტეტის ჰოგვარტსისეულ გარემოში იმ თემების შესწავლა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. გავიცანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მომუშავე ბევრი საინტერესო ადამიანი და შევიძინე კარგი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შოტლანდია მდიდარი კულტურის მქონე ულამაზესი ქვეყანაა და სწავლისგან თავისუფალ დროს ვმოგზაურობდი.

განსაკუთრებით საინტერესო, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე რთული იყო დისერტაციის წერის პროცესი. ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემა ეხებოდა მუსიკის გავრცელების ერთ-ერთ მეთოდს თანამედროვე ტექნოლოგიების (ე. წ. streaming) საშუალებით. აღნიშნული ტექნოლოგიის სიახლიდან გამომდინარე, ეს თემა დღესდღეობით აქტუალურია და წარმოადგენს როგორც მეცნიერების, ისე მუსიკოსების განხილვის საგანს.

სწავლის დასრულების შემდეგ, მე და ჩემი გერმანელი მეგობარი, როგორც კურსზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები, მიგვიწვიეს ნიუ დელიში (ინდოეთი) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტოპ იურიდიულ კომპანიაში - Anand and Anand - სტაჟირების გასავლელად. ერთი თვის განმავლობაში ინდოეთში ცხოვრება და ამ კომპანიაში მუშაობა მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

ამჟამად ვფლობ ინტელექტუალური საკუთრების და ციფრული ეკონომიკის მაგისტრის დიპლომს წარჩინებით (With Distinction) და მუშაობას ვაგრძელებ იურიდიულ კომპანიაში „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ინტელექტუალური საკუთრების, სამშენებლო, საინვესტიციო და საკორპორაციო სამართლის მიმართულებით.

ნინამ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. სწავლა განაგრძო და წარჩინებით დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების და ციფრული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა.