GE

ნინა ნუცუბიძე Facebook-ის თანამშრომელი გახდა

01 სექტემბერი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინა ნუცუბიძე Facebook-ის თანამშრომელი გახდა და ის დუბლინის ოფისში მოდერატორის პოზიციაზე იმუშავებს.

ნინა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში სწავლობს.

მისი უშუალო მოვალეობა იქნება ფეისბუქის პლატფორმის ეკოსისტემის გაუმჯობესება და დაუშვებელი კონტენტის მოდერირება.