ნინი ლაშქარაშვილმა Solarisbank-ის ბერლინის ოფისში დაიწყო მუშაობა
20 დეკემბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა, ნინი ლაშქარაშვილმა Solarisbank-ის ბერლინის ოფისში დაიწყო მუშაობა.
ნინი Solarisbank-ის გუნდს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა.
Solarisbank ბერლინში დაფუძნებული ტექნოლოგიური/ფინტექ კომპანიაა გერმანული საბანკო ლიცენზიით. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ფინანსური სერვისები შეუმჩნევლად ერგება ყოველდღიურობას. შედეგად, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტებითა და API-ებით სოლარისი ბიზნესებს ეხმარება ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. ბოლო პერიოდში კომპანია გერმანიის გარდა, იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის ბაზრებზეც გავიდა.
ნინი ამ სფეროთი დაახლოებით 5 წლის წინ დაინტერესდა, როცა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ TBC-ში დაიწყო მუშაობა ციფრული პროდუქტების (მობაილ და ინტერნეტბანკის) მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022