GE

ნინო გვენეტაძემ კამპუსში საჯარო ლექცია ჩაატარა

14 მარტი 2016

14 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის საჯარო ლექცია - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“.

ლექციაზე მომხსენებელმა განიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ძალაში 2016 წლის იანვარში შევიდა. ნინო გვენეტაძე შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებს, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მას სტუდენტები, პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ესწრებოდნენ.