GE

ნინო შააქარაშვილის პირველი ადგილი

24 მაისი 2015

24 მაისს კიშინოვში (მოლდოვა), გაიმართა რიგით მესამე სუამი+ბელორუსი ქვეყნების იაპონური ენის კონკურსი, რომელშიც აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას და ბელორუსის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების სტუდენტები, თამო ზაქარაია, თეკლა ნანუშვილი, ნინო შაქარაშვილი.

15 მონაწილედან პირველი ადგილი აიღო ნინო შაქარაშვილმა!

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ულოცავს ნინოს მიღწეულ წარმატებას.