GE

ნუტრიმაქსის კონკურსი სტუდენტებისთვის

30 მარტი 2017

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კავშირი ჰქონდეს ახალგაზრდა თაობასთან და სტუდენტებს სოფლის მეურნეობის სფეროს შესწავლის მეტი მოტივაცია მისცეს. ამასთან დაკავშირებით 4 აპრილს 18:00 საათზე, 321 აუდიტორიაში, გაიმართება კომპანია „Nutrimax“-ის კონკურსის გაცნობითი პრეზენტაცია, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღოთ ინფორმაცია „Nutrimax“-ის ისტორიისა და კონკურსის მიმდინარეობის შესახებ.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და დააჯილდოვოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესისა და ვეტერინარიის ფაკულტეტის მოტივირებული და ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები.

კონკურსში პირველ 3 ადგილზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები:

I ადგილი - ფულადი პრიზი 1000 ლარი

II ადგილი - ფულადი პრიზი 500 ლარი

III ადგილი - ფულადი პრიზი 300 ლარი

გელოდებით, აგრარული ან თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის III და IV კურსის,მეცხოველეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის და ვეტერინარიის ბაკალავრიატის III და IV კურსის ან მაგისტრატურის I და IIკურსის სტუდენტებს.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კავშირი ჰქონდეს ახალგაზრდა თაობასთან და სტუდენტებს სოფლის მეურნეობის სფეროს შესწავლის მეტი მოტივაცია მისცეს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

551 210 286

info@nutrimax.ge