ოლიმპიელები ბაზალეთზე
16 თებერვალი 2016
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ჯილდო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილე წარმატებული მეთორმეტე კლასელებისთვის
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ მეთორმეტე კლასელებს იწვევს 3 დღით ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სასწავლო-შემეცნებით სემინარებზე.
ყველა თქვენგანს აქვს შანსი გაატაროს დაუვიწყარი და შინაარსიანი 3 დღე ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საინტერესო, მრავალფეროვან და ხალისიან გარემოში, დაესწროს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორების მიერ სპეციალურად ჩატარებულ ლექციებს, შეიტყოს რაც შეიძლება მეტი მომავალი პროფესიის შესახებ.
სამდღიანი სასწავლო-შემეცნებითი სემინარები დაიწყება თებერვლის მეორე ნახევრიდან და ჩატარდება ბაზალეთის სასწავლო-საცხოვრებელ ცენტრში, რომელიც მდებარეობას ბაზალეთის ტბასთან. ცენტრი ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს.
რეგისტრაცია დასრულდა 2 მარტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
☏ 599 513 518 შაკო თავაძე
ელ.ფოსტა: s.tavadze@freeuni.edu.ge