GE

ოქსფორდის უნივერსიტეტში ბაზირებული ფონდის გრანტი

04 იანვარი 2021

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანმა, ნუცა ბათიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის დეკანმა, ტატო ალექსიძემ ოქსფორდის უნივერსიტეტში ბაზირებული ფონდის პრესტიჟული გრანტი მოიგეს.
 
ოქსფორდის უნივერსიტეტის იენ რემზის მეცნიერებისა და რელიგიის ცენტრი (The Ian Ramsey Centre for Science and Religion) პროექტი, სახელწოდებით "მეცნიერებისა და რელიგიის ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" (New Horizons for Science and Religion in Central and Eastern Europe) შეისწავლის მეცნიერებასა და რელიგიის გადამკვეთ პრობლემებს. ნუცას და ტატოს წარდგენილი და ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის სახელწოდებაა Cognitive Ecology of Religious Practice in the Periphery of the Orthodox World (რელიგიური პრაქტიკის კოგნიტური ეკოლოგია მართლმადიდებლური სამყაროს პერიფერიაზე).
 
ამ კვლევითი პროექტის მთავარი ფოკუსი ზემო სვანეთის მატერიალური კულტურა და ამ მატერიალურ კულტურასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრაქტიკის ანალიზია. კვლევის ინოვაციურობა მდგომარეობს მის მეთოდოლოგიურ და თეორიულ მიდგომაში რელიგიური საგნებისა და ზოგადად მატერიალურობის კოგნიტური, აფექტური და სემიოტიკური ფუნქციის გასააზრებლად. სწორედ ამ მიდგომის გამო აღმოჩნდა ის საინტერესო ტემპლტონის ‘Big Questions in Sicence and Religion’ პროგრამისთვის. კვლევა ერთი მხრივ ეყრდნობა რელიგიის ფენომენოლოგიურ გაგებას და მეორე მხრივ იყენებს ცოდნას კოგნიტურ და ნეირომეცნიერებებში განსხეულებული და განფენილი კოგნიციის შესახებ.
Granti